ვახტანგ გომელაური: მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა პოლიციელს, რომლებიც ვაჟკაცურად ითმენენ და სამი, ოთხი დღე გარეთ დგანან, ჩვენი და ჩვენი ოჯახების უსაფრთხოების დასაცავად
ჩემი აზრით, ეს არის ძალიან არანორმალური საქციელი და ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ. დაისჯებიან მკაცრად და ეს ყოველთვის ასე იქნება, – ასე გამოეხმაურა ვახტანგ გომელაური თბილისში ბოლო პერიოდში გამართულ აქციებზე სამოქალაქო აქტივისტების მიერ პოლიციელთა შეურაცხყოფის ფაქტებს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციელებს მადლობა გადაუხადა.
“მე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ პოლიციელს, რომლებიც დგანან და ვაჟკაცურად ითმენენ, სამი დღე, ოთხი დღე, ეს ადამიანები გარეთ არიან, რომ ჩვენი და ჩვენი ოჯახების უსაფრთხოება დაიცვან.
დგანან იქ და ტუალეტის ქაღალდებს, ფქვილს და კეტჩუპებს ასხამენ თავზე, ეს არის ყოვლად მიუღებელი, არც ვიცი, რა დავარქვა ამას. ჩემი აზრით, ეს არის ძალიან არანორმალური საქციელი და ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ. დაისჯებიან მკაცრად და ეს ყოველთვის ასე იქნება. ამას არ ვაპატიებთ არასდროს“, – განუცხადა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში ნდობის ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს.