დემურ გიორხელიძე: საერთოდ, რა ხალხის ხელშია ეს ტელევიზია, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება?!

რაო, ტოტალურ ტყუილზე და მოფაშისტო პროპაგანდაზე გადასულმა საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, – გუშინ 2-საათიანი ფილმი უჩვენებია, თუ როგორ
მოუგია მეორე მსოფლიო ომი ჩერჩილს, როგორ დაურტყა თურმე ჩერჩილმა მუშტი სტალინს
შეხვედრისას და შეშინებული სტალინი მიმხვდარა, ვისთან აქვს საქმე და იმ დღიდან აბრეშუმივით ყოფილა ჩერჩილის წინაშე.
საერთოდ, რა ხალხის ხელშია ეს ტელევიზია, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება?! – ამის შესახებ ექსპერტი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

“დაე, გაყიდეთ ეს ნაგავი ტელევიზია, იყოს კერძო და რაც უნდა ის აკეთოს – საკუთარი მაყურებელი ეყოლება და მალე ჰიტლერი იქნება მსოფლიოს მხსნელი.
საერთოდ არ ვსაუბრობ მსოფლიო პოლიტიკის მაშინდელ ლიდერებზე! მე არ გახლავართ ის ადამიანი, ვინმეს მიმართ პიროვნული სიმპათია მქონდეს, მაგრამ ჩერჩილის მემუარები წაკითხული მაქვს და არაფერი მსგავსი არსადაა. ომის ისტორია კი კარგად არის ცნობილი მსოფლიო ლიტერატურაში, ყველაფერი ასახულია სწორად. ეს ბოლო 2-3 ათწლეულია, ნეოლიბერალურმა ნაგავმა დაიწყო მსოფლიოში ისტორიის გადაწერა!
მე ვსაუბრობ ისტორიის გაყალბებაზე და იმ ფაშისტურ სულისკვეთებაზე, რომელიც ამ ტელევიზიაში უკვე გამოკვეთილია. მე არ ვსაუბრობ ჟურნალისტებზე, – ამ უბადრუკი გადაცემების წამყვანებზე, – მე შეიძლება მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლობის ხელმძღვანელებზე და ე.წ. “ბორდზე” მქონდეს პრეტენზია.
მიზანი რა არის?!
ქართველი ახალგაზრდების რაღაც ე.წ. “ორიენტირებული” ნაწილის კიდევ უფრო გამოთაყვანება ხომ პროპაგანდით?!
ე.ი. ამ ნაგვების აზრით, უზარმაზარი მსხვერპლი, გაღებული საქართველოს მიერ (შექმნილი გარემოებების გამო) “საბჭოთა ფაშისტურ რეჟიმს” ემსახურებოდა და ამიტომ ამ ხალხის და იმ დროისა და შემდეგი თაობების მიმართ ზიზღი და უპატივცემულობა უნდა ჩაუნერგოთ ახალგაზრდებს. ეუბნებით, რომ მათი მშობლები, მათი მშობლების მამები და ბაბუები ბნელები და ფაშისტები იყვნენ ხომ?! თქვენ ამ გზაზე საკმაო წარმატებას მიაღწიეთ: ამ კატეგორიის ახალგაზრდების გონება ტრაგიკულამდე გამრუდებულია.
თუ საქართველო გადარჩა და სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, თქვენ მაშინ ნახეთ, რა გელით –
მკრეხელებს,
მატყუარებს,
გარეწრებსა და
გონებადამთხვეული იდეოლოგიით შეშლილ ნაძირლებს!
ამ დანაშაულებრივ გადაცემებს რომ უკეთებთ პროპაგანდას, ამ დროს ქართული საგანმანათლებლო სისტემა ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სისტემაა მსოფლიოში (77-ე ადგილზეა), ქართველ ახალგაზრდებს წაკითხულიდან აზრის გამოტანა უჭირთ (დასავლელი ექსპერტების დასკვნაა) და ასეთ ახალგაზრდებს საკუთარი წარსულისადმი (კარგი/ცუდი, ახლა არ ვსაუბრობ და საერთოდ, წარსული როგორ შეიძლება იყოს კარგი ან ცუდი, – ის ისეთია როგორიც მაშინდელმა დროებამ მოიტანა), და თქვენ – ეს თახსირი ადამიანები, დაკვეთით ანადგურებთ ხომ იმ ფუძეს, რაზეც საერთოდ დგას განვითარება:
კრიტიკული აზროვნება და გააზრება წარსულისა, წარსული შეცდომების განმეორების თავიდან ასაცილებლად და სწორი მიმართულებით განვითარების უზრუნველსაყოფად, დაფუძნებული თანამედროვე განათლებაზე (და არა კრეტინების აღსაზრდელ ბოლონიის სისტემაზე!), მეცნიერების განვითარებაზე, ნიჭიერი ახალგაზრდებისათვის ალტერნატივების შექმნაზე, თანხმობაზე მომავალზე და იმ ნორმებზე, რომელიც საზოგადოებაში ადამიანთა შორის მთავარ მარეგულირებელს წარმოადგენს!
არა!
გიხდიან ფულს და მიდიხართ ყველაფერზე, ხომ?!
მაგრამ გახსოვდეთ, –
ასეთი რამეები დაუსჯელი არ რჩება!”, – წერს გიორხელიძე ფეისბუქზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები