ილია ელოშვილი: ხვალიდან თბილისში, ბელიაშვილის 5 ნომერში ამოქმედდება პუნქტი, სადაც მოქალაქეებსა და ბიზნესსექტორს უკრაინის მხარდასაჭერად ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება შეეძლებათ
ხვალიდან თბილისში, ბელიაშვილის 5 ნომერში ამოქმედდება პუნქტი, სადაც მოქალაქეებსა და ბიზნესსექტორს უკრაინის მხარდასაჭერად ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება შეეძლებათ. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა განაცხადა
ელოშვილმა მოქალაქეებს ლოგისტიკურ ცენტრში არამალფუჭებადი პროდუქტის მიტანისკენ მოუწოდა.
„მინდა, ვუსურვო უკრაინას თავისუფლება, დამოუკიდებლობა და მშვიდობა უახლოეს პერიოდში. ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ ორგანიზებულად შევაგროვოთ დახმარება, რომელიც მათ ბიზნესის და მოსახლეობის მხრიდან გაეწევათ. როგორც გახსოვთ, ჩვენ პანდემიის დროს გვქონდა ლოგისტიკური ცენტრი, ბელიაშვილის 5 ნომერში, რომელიც ხვალიდან ამუშავდება და მიიღებს ტვირთებს, როგორც ბიზნესისგან, ასევე, კონკრეტული მოქალაქეებისგან. ჩვენი თხოვნა არის, რომ მაქსიმალურად იყოს არამალფუჭებადი პროდუქტი, იმიტომ, რომ ძალიან რთულია ამ ეტაპზე ლოჯისტიკურად მიტანა ადრესატამდე ამ პროდუქტის და რომ არ გაფუჭდეს. ასევე, ვმუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე უკრაინის საელჩოსთან იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტური ლოჯისტიკური გზები ავაწყოთ იმისთვის, რომ მივიდეს ეს დახმარება,” – განაცხადა ილია ელოშვილმა.