კახა კალაძე: გაიხსნება სახაზინო ანგარიში, სადაც მოქალაქეებს უკრაინის დასახმარებლად თანხის ჩარიცხვა შეეძლებათ
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გაიხსნება სახაზინო ანგარიში, სადაც მოქალაქეებს უკრაინის დასახმარებლად თანხის ჩარიცხვა შეეძლებათ.
მისივე თქმით, უკრაინის მხარდაჭერისთვის ბიზნესსექტორი მზაობას გამოთქვამს.
„იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი აქტიურობს, ბიზნესსექტორი განსაკუთრებით გამოთქვამს მზაობას, დაეხმაროს უკრაინელ მეგობრებს, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავხსნათ ანგარიში, სადაც შესაძლებელი იქნება ფინანსური დახმარების გაწევაც. რა თქმა უნდა, მეც გამოვთქვამ მზადყოფნას, მივიღო ფინანსური მონაწილეობა ამ დახმარებაში. მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და ვუსურვო მხოლოდ აღმშენებლობაში, განვითარებასა და წინსვლაში გამოგვეხატოს ერთმანეთის მხარდაჭერა. ძალიან განვიცდით იქ არსებულ მდგომარეობას. ომი, რომელიც იქ მიმდინარეობს, დამთრგუნველია ყველასთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.