ამერიკის სენატორთა ჯგუფი სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენის საკითხს ეხმაურება
მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენის საკითხს ამერიკელ სენატორთა ჯგუფი გამოეხმაურა. განცხადებას ხელს სენატრორები: ჯონ მაკკეინი, ბენ კარდინი, ჯენ შაჰინი და ჯიმ რიში აწერენ. „ნებისმიერი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა, მაგრამ მართლმსაჯულების აღსრულება პოლიტიკური შურისძიების იარაღი არ უნდა გახდეს“, – ნათქვამია სენატორთა განცხადებაში.