ევროკომისიის პრეზიდენტი – ისრაელის გადაწყვეტილება ღაზაზე ხელახლა უნდა გადაიხედოს
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ისრაელის გადაწყვეტილება ღაზაში სამხედრო ოპერაციის გაგრძელების შესახებ „ხელახლა უნდა გადაიხედოს“.
X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ფონ დერ ლაიენი ასევე წერს, რომ ყველა მძევალი, „რომელიც არაადამიანურ პირობებშია დაკავებული“, უნდა გათავისუფლდეს.
„ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილება ღაზაში სამხედრო ოპერაციის შემდგომი გაგრძელების შესახებ უნდა გადაიხედოს. ჰუმანიტარული დახმარება დაუყოვნებლივ და შეუფერხებლად უნდა შევიდეს ღაზაში, რათა ადგილზე მივაწოდოთ ის, რაც სასწრაფოდ არის საჭირო. ახლა ცეცხლის შეწყვეტაა საჭირო“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.