ლანჩხუთის მერი: დღეს, 2008 წლის 8 აგვისტოს ვიხსენებთ, ვიხსენებთ გმირებს, რომლებმაც სიცოცხლე სამშობლოს, თავისუფლებას და ღირსებას შესწირეს

ლანჩხუთში, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს პატივი.

ლანჩხუთის მერიის ინფორმაციით, აგარაკის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში დაღუპული გმირების სულთა მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა.

მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ, სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ომში დაღუპული გმირების: ემზარ წილოსანის, რუსლან წულაძის, ვასილ სმირნოვისა და გიორგი ლომაძის საფლავები ყვავილებით შეამკო.

სარიშვილის თქმით, გმირების სახელები უკვდავია.

“დღეს, 2008 წლის 8 აგვისტოს ვიხსენებთ. ვიხსენებთ გმირებს, რომლებმაც სიცოცხლე სამშობლოს, თავისუფლებას და ღირსებას შესწირეს. არასოდეს დავივიწყებთ მათ სახელებს და ტრაგედიას, რომელიც ომმა მოგვიტანა. ქედს ვიხრით დაღუპულთა ხსოვნის წინაშე. დიდება საქართველოს გმირებს!”, – აღნიშნა ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.

მუნიციპალიტეტმა, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს ფულადი თანხა გადასცა.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები