პაკისტანის უსაფრთხოების ძალების განცხადებით, 33 შეიარაღებული მებრძოლი მოკლეს, რომლებიც ავღანეთის ტერიტორიიდან ქვეყნის საზღვრის გადაკვეთას ცდილობდნენ.
ინციდენტი პაკისტანისა და ავღანეთის საზღვრის ახლოს მოხდა, სადაც სამხედროებმა მებრძოლების ჯგუფი შენიშნეს და შეიარაღებული შეტაკება დაიწყო.
ოფიციალური წყაროების ცნობით, თავდამსხმელები, სავარაუდოდ, ექსტრემისტულ დაჯგუფებებს უკავშირდებიან, რომლებიც ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობენ პაკისტანში შეღწევას. მათ თან იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები ჰქონდათ. შეტაკებისას რამდენიმე პაკისტანელი სამხედროც დაიჭრა.
პაკისტანის ხელისუფლება აცხადებს, რომ მსგავსი შემთხვევები საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას და რომ ის საზღვრის კონტროლს ავღანეთთან კვლავ გააძლიერებს.