ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ კობა წურწუმიას ხსოვნას პატივი მიაგო და მისი საფლავი ყვავილებით შეამკო

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ კობა წურწუმიას ხსოვნას პატივი მიაგო და მისი საფლავი ყვავილებით შეამკო. ინფორმაციას ჩხოროწყუს მერია ავრცელებს.

,,კობა წურწუმია 2008 წლის 7 აგვისტოდან რუსეთ – საქართველოს ომის წინა ხაზზე იბრძოდა და 9 აგვისტოს, საომარი მოქმედებების დროს, ცხინვალში დაიღუპა. ის მშობლიურ სოფელში, ლეწურწუმეშია დაკრძალული.

მთავრობის განკარგულების შესაბამისად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები