მედია: ტრამპისა და პუტინის შეხვედრა, შესაძლოა, 11 აგვისტოს გაიმართოს
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს შორის შესაძლოა მომავალ კვირას შეხვედრა გაიმართოს,- ინფორმაციას foxnews-ი ავრცელებს.
კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და დეტალები უახლოეს პერიოდში დაზუსტდება.
Washington Post-ის ინფორმაციით, შეხვედრის ერთ-ერთ ვარიანტად არაბთა გაერთიანებული საამიროები ან რომი განიხილება.
შეხვედრის ფორმატი და დღის წესრიგი ჯერ ოფიციალურად ცნობილი არ არის, თუმცა, საერთაშორისო გამოცემების ინფორმაციით, მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომი და დასავლეთთან ურთიერთობები იქნება.