კიევში უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რუსული საჰაერო სამიზნეები გაანეიტრალა
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, აფეთქების ხმები, რომლებიც კიევის მცხოვრებლებმა 2-3 მარტის ღამეს გაიგეს, უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ რუსული საჰაერო სამიზნეების განეიტრალების ხმები იყო.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსახლეობისგან განცხადებები საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში არ შესულა.
“წინასწარი ინფორმაციით, საჰაერო სამიზნეები საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს. აფეთქებების რაოდენობისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.