კიევის მახლობლად რუსულმა ტანკმა ოჯახს ესროლა – დაღუპულია მოზარდი

კიევის ოლქში, სოფელ ბუზოვაიას მახლობლად, რუსეთის ფედერაციის ტანკმა ოჯახს, რომელიც დამალვას ცდილობდა, ცეცხლი გაუხსნა. ამის შესახებ უკრაინის შსს-ს ხელმძღვანელის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა.

მისი თქმით, რუსულმა ჭურვმა სასიკვდილოდ დაჭრა 14 წლის მოზარდი.

დაბომბვის შემდეგ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები