“რისკები, ცხადია, არსებობს” – ოფიციალური რუსეთი ნატო-სთან პირდაპირი შეტაკების საფრთხეზე საუბრობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე გრუშკომ ტელეკომპანია Russia 24- ს ეთერში რუსეთსა და ნატოს შორის პირდაპირი შეტაკების საფრთხის შესახებ ისაუბრა.

„რისკები, რა თქმა უნდა, არსებობს. ჩვენ, ცხადია, შეშფოთებულნი ვართ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გამო, ეს ყველაფერი ძალიან საშიშია. არ არსებობს გარანტიები, რომ ინციდენტები არ იქნება“, – განაცხადა გრუშკომ.

რუსული მედიის ცნობით, მანამდე, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრუსმა განაცხადა, რომ ოპერაცია უკრაინაში შესაძლოა, რუსულ მხარესა და ნატო-ს შორის კონფლიქტის მიზეზი გახდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები