კიევის მახლობლად ორი რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევის მახლობლად რუსეთის შეიარაღებული ძალების 2 ვერტმფრენი ჩამოაგდეს.

რუსეთმა ვერ მოიპოვა კონტროლი უკრაინის თავზე საჰაერო სივრცეზე.

ამასთან, რუსულმა ძალებმა გააძლიერეს არტილერიის გამოყენება კიევის ჩრდილოეთით და ხარკოვისა და ჩერნიგოვის მიდამოებში. მძიმე არტილერიის გამოყენება მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში მნიშვნელოვნად ზრდის მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის რისკს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები