ლუკაშენკო უშიშროების საბჭოს გაფართოებულ სხდომას გამართავს

ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსის უშიშროების საბჭოს გაფართოებულ სხდომას გამართავს, რომელზეც 50-მდე ადამიანია მიწვეული.

ამის შესახებ ლუკაშენკოს პრესსამსახურის ტელეგრამის არხი იტყობინება.

“პირველის დიდი გეგმები ამ სამშაბათისთვის. გაფართოებული უშიშროების საბჭო. სიტუაციის განსახილველად ორმოცდაათამდე ადამიანია მოწვეული. უშიშროების საბჭოს წევრების გარდა იქნებიან მთავრობის წევრები. ასევე, დაესწრება ექსპერტთა საზოგადოება”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე აღნიშნულია, რომ შემდეგ, ვიწრო ფორმატში, ეკონომიკის საკითხებზე შეხვედრა გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები