რუსეთში, უკრაინაში ომის მოწინააღმდეგეების სამსახურებიდან გათავისუფლების ინიციატივით გამოვიდნენ
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა, სულთან ხამზაევმა განაცხადა, რომ ყველა სახელმწიფო მოხელე ან თანამდებობის პირი, ვინც არ ეთანხმება ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას უკრაინაში “სამხედრო ოპერაციის ჩატარების” შესახებ – სამსახურიდან უნდა იყოს გათავისუფლებული.
მისი თქმით, აღიარება, რომ არ ეთანხმები რუსეთის პოლიტიკას, არის ღალატი.
ასევე, დეპუტატმა თქვა, რომ იგივე ნაბიჯები უნდა გადაიდგას კულტურის წარმომადგენლების მიმართაც.
“ზოგიერთი ჩვენი “შემდგარი” მოქალაქე მიიჩნევს, რომ მათი კარიერა თეატრში, კინოშსა და ტელევიზიაში, უფრო მეტიც, სახელმწიფო კორპორაციებისა და სამთავრობო უწყებებში, საშუალებას აძლევს მათ, იგნორირება გაუკეთონ ქვეყნის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას. არის ლოზუნგები, რომლებშიც ერთი რამ მესმის – ღალატი. მიმაჩნია, რომ ასეთ „დისიდენტებს“ ყველა სამთავრობო თანამდებობაზე მუშაობა უნდა აუკრძალონ. ერთხელ და სამუდამოდ, ყველას ვასწავლოთ: თუ მიიღება უმაღლესი მთავარსარდლის გადაწყვეტილება, არცერთი ნაბიჯით უკან“, – განაცხადა ხამზაევმა.