აშშ-ში, ეკლესიაში მამაკაცმა სამი შვილი მოკლა და თავი მოიკლა
კალიფორნიის შტატის ქალაქ საკრამენტოში ერთ-ერთ ეკლესიაში მამაკაცმა სამი შვილი მოკლა და შემდგომ თავი მოიკლა. ასევე, აღინიშნება, რომ არის კიდევ ერთი დარუპული, თუმცა, უცნობია, იყო თუ არა ის ამ ოჯახის წევრი.
ამის შესახებ ინფორმაციას CBS ადგილობრივი შერიფის ოფისზე დაყრდნობით იტყობინება.
“მამამ ეკლესიაში სამი შვილი მოკლა, მერე იქვე თავი მოიკლა. პოლიციის სერჟანტმა, რობ გრასმანმა ასევე დაადასტურა, რომ არსებობს მეხუთე მოკლული, მაგრამ უცნობია, იყო თუ არა ეს ადამიანიც ოჯახის წევრი”, – ნათქვამია ტელეარხის ინფორმაციაში.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ საკრამენტოში სროლას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა.