კადიროვმა უკრაინაში ჩეჩენი მებრძოლების დაღუპვა აღიარა
რუსეთის მიერ ჩეჩნეთის მეთაურად ხელდასმულმა, რამზან კადიროვმა აღიარა, რომ უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლ ჩეჩნებშიც არის დანაკარგი.
ამის შესახებ მან ტელეგრამში დაწერა.
“ჩეჩნეთის რესპუბლიკის მკვიდრებს შორის უკვე არის დანაკარგები. ორი დაიღუპა, ექვსი კი სხვადასხვა სიმძიმით დაშავდა”, – წერს კადიროვი.
მანამდე, კიევში “კადიროველების” დივერსანტთა ჯგუფი გაანეიტრალეს.