ANONYMOUS-მა რუსეთის ბირთვული ინსტიტუტის მონაცემთა ბაზა გატეხა და 40 000 ფაილი გაავრცელა
მსოფლიოს უდიდესმა, ჰაკერების გაერთიანებამ, Anonymous-მა რუსეთის ბირთვული უსაფრთხოების ინსტიტუტის მონაცემთა ბაზები გატეხა და ინტერნეტში 40 000 ფაილი გაავრცელა.
“ანონიმუსი” იუწყება, რომ მათ არ გააჩნიათ ამ მოცულობის მასალის თარგმნისათვის საჭირო რესურსები და დახმარებას რუსული ენის მცოდნე მოქალაქეებისგან ითხოვენ.
უკრაინაში შეჭრის გამო, 25 თებერვალს Anonymous-მა რუსეთის მთავრობას კიბერომი გამოუცხადა.