თეა წულუკიანი: რას ნიშნავს “მე-ც”? მე არ ვარ – “ც” – ზუსტად იმას ვფიქრობ, რასაც აჟღერებს საქართველოს პრემიერი
“რაღაც ძალიან ცუდად ახსენებთ ამ “ც”-ს, რას ნიშნავს “მე-ც”? მე ვარ ამ პრემიერმინისტრის მიერ დანიშნული ვიცეპრემიერი. მე ზუსტად იმას ვფიქრობ, რასაც აჟღერებს საქართველოს პრემიერმინისტრი”, – ასე უპასუხა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებას გულისხმობდა.
მისივე თქმით, საქართველო ოკუპირებული ქვეყანაა და გამოვლილი აქვს ის, რასაც ახლა უკრაინა გადის.
„რაღაც ძალიან ცუდად ახსენებთ ამ “ც”-ს, რას ნიშნავს “მე-ც”? მე ვარ ამ მთავრობის წევრი. მე ვარ ამ პრემიერმინისტრის მიერ დანიშნული ვიცეპრემიერი და, რა თქმა უნდა, მე არ ვარ – “ც”. მე ზუსტად იმას ვფიქრობ, რასაც აჟღერებს საქართველოს პრემიერმინისტრი. საქართველოს პრემიერმინისტრი ამბობს მარტივ რამეს, რომ ომის ის მასშტაბი, რაც სამწუხაროდ ჩვენს კონტინენტზე გაიშალა და ამ კონკრეტულ შემთხვევაში უკრაინაში, ამის გაჩერება საეჭვოა, შეეძლოს იმ სანქციებს, რომლებიც ამუშავდა. საეჭვოა, ღმერთმა ქნას, რომ ასე იყოს. საქართველოს აქვს ის შესაძლებლობები, რაც აქვს. მე მესმის, რომ მტკივნეულია, თქვენთვის, მოისმინოთ ყურში, რომ საქართველო არ არის ყოვლისშემძლე, საქართველო არის პატარა ქვეყანა, საქართველო არის ოკუპირებული ქვეყანა და ჩვენ გამოვლილი გვაქვს ის, რასაც ახლა გადის ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხი, ამიტომ ცოტა სხვანაირად გავაანალიზოთ მოვლენები, გავაგრძელოთ ბოლომდე, რასაც შევძლებთ, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას. მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი. ეროვნული ინტერესი არის ამ ქვეყანაში ომის დაუშვებლობა და, რა თქმა უნდა, ყველა იმ განცხადებას, რომელსაც აკეთებს საქართველოს პრემიერმინისტრი, ამ განცხადებების უკან მთელი მთავრობა ვართ ერთსულოვანი“, – განაცხადა წულუკიანმა.