კიევი მთლიანად უკრაინის ჯარების მიერ კონტროლდება

უკრაინის დედაქალაქი კიევი მთლიანად უკრაინის ჯარების მიერ კონტროლდება. რუსული არმიის მიერ ქალაქის ალყაში მოქცევის შესახებ ყველა ცნობა ყალბია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, ზოგიერთ გარეუბანში შეტაკებები გრძელდება, თუმცა, ქალაქის ცენტრში მოქალაქეები გადაადგილდებიან.

“მედიაში ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს, კიევი რუსი ჯარების მიერაა გარშემორტყმული. რუსებს ამაზე მხოლოდ ოცნება შეუძლიათ. კიევს მთლიანად უკრაინული ჯარები აკონტროლებენ, კიევში ჩამოსვლა შესაძლებელია. დიახ, ზოგიერთ გარეუბანში დაპირისპირება გრძელდება
“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები