თეა წულუკიანი: საქართველო პრემიერის ხელმძღვანელობით აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, იმ ხალხის მხარდაჭერას, რომელსაც – ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში – ყველანაირი ტიპის სოლიდარობა აღმოვუჩინეთ

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს გამოეხმაურა და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა.

მისი თქმით, საქართველო პრემიერის ხელმძღვანელობით უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებს.

“მინდა, უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოვუცხადო, როგორც ეს არაერთხელ გააკეთა ამ ხელისუფლების არაერთმა წარმომადგენელმა დღემდე. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ამ დღესაც მოვესწარით, სამწუხაროდ, როდესაც ჩვენს კონტინენტზე, ევროპაში არის ომი, როდესაც იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები და საქართველო თავისი პასუხისმგებლიანი ხელისუფლების, პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, იმ ხალხის მხარდაჭერას, რომელსაც დღეს, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ყველანაირი ტიპის სოლიდარობა აღმოვუჩინეთ და ეს პროცესი გაგრძელდება”, – განაცხადა წულუკიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები