სანქციების შედეგი – “რუსეთის ფოსტა”-ში აცხადებენ, რომ ამანათების მიღება/გაგზავნა დროში გაიწელება
“რუსეთის ფოსტა” მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ რუსეთთან მსოფლიოს ქვეყნების მიერ საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვასთან დაკავშირებით ამანათების მიღება/გაგზავნა დროში გაიწელება.
აღინიშნება, რომ ამანათები სახმელეთო გზით გაიგზავნება.
დღეის მდგომარეობით, რუსული ავიახაზებისთვის საჰაერო სივრცე ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის 32-მა ქვეყანამ დახურა.