გურამ მაჭარაშვილი: საქართველო ყველა საერთაშორისო ფორმატში, სადაც ამის შესაძლებლობა აქვს, აფიქსირებს იმ პოზიციას, რომელიც აქვს ცივილიზებულ სამყაროს
“მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ვგმობთ სამხედრო აგრესიას, რომელსაც, სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია უკრაინაში აწარმოებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.
მისივე თქმით, საქართველო, შესაძლებლობების ფარგლებში, უკრაინას ეხმარება.
„საქართველო ყველა საერთაშორისო ფორმატში, სადაც ამის შესაძლებლობა აქვს, აფიქსირებს იმ პოზიციას, რომელიც აქვს ცივილიზებულ სამყაროს. მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ვგმობთ სამხედრო აგრესიას, რომელსაც, სამწუხაროდ, აწარმოებს რუსეთის ფედერაცია უკრაინაში.
რაც შეიძლება, რომ საქართველომ დახმარება აღმოუჩინოს უკრაინას, ხორციელდება. ეს ეხება თანხების გამოყოფას, პირველადი დახმარების ნივთებს, იქნება საერთაშორისო ფორმატებში ჩვენი პოზიციების დაფიქსირება, მთავრობის მიერ უკრაინის მოქალაქეების სასტუმროში განთავსება. ასევე, ჩვენი საელჩო 24-საათიან რეჟიმში მუშაობს უკრაინაში. იცით, რომ ერთ-ერთი მოწინავე საელჩოა რომელსაც აქვს მუდმივი კავშირი ჩვენს მოქალაქეებთან“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.