რატი იონათამიშვილი: „ნაცები“ ყოველთვის გამოირჩეოდნენ ტრამპის მიმართ სიძულვილით, ეს წლებია გრძელდება
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა გაახმიანა ქართული ოპოზიციის საერთო დამოკიდებულება დონალდ ტრამპის მიმართ.
როგორც მან აღნიშნა, „ნაცები“ ყოველთვის გამოირჩეოდნენ ტრამპის მიმართ სიძულვილით, ეს წლებია გრძელდება.
„როგორც არ უნდა დაიკარგონ ალეგორიებში, ისინი საკუთარ ზრახვებსა და განწყობებს ამ მხრივ ააშკარავებენ, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ სააკაშვილის დამოკიდებულება, ეს არის ყველა „ნაცის“ დამოკიდებულება, იქნება ეს გვარამია, სააკაშვილი, მელია თუ დანარჩენები“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის პრეზიდენტი ბანგლადეშელ ხარს შეადარა.