ტრამპის თქმით, აშშ-ს ირანისგან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ შეტყობინება არ მიუღია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს ირანისგან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ შეტყობინება არ მიუღია.

„მათ [ირანელებს] ამის შესახებ არ უცნობებიათ“, – განუცხადა ტრამპმა NBC-ს.

მანამდე, საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანი ლიბანში ისრაელის ქმედებების გამო პროტესტის ნიშნად აშშ-თან შეტყობინებების გაცვლას წყვეტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები