კახა კალაძე – ე.წ. არსენალის მთის პროექტზე: რა ინტერესზე საუბრობთ? 2011 წელს დავტოვე ეს კომპანია

დედაქალაქის მერი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში გამართული დებატების დროს, პოლიტიკოს ნიკა ობოლაძის ბრალდებას გამოეხმაურა, რომელმაც კახა კალაძე ბიზნესინტერესების ლობირებაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, ე.წ. არსენალის მთის პროექტის განმახორციელებელ კომპანიასთან 2011 წლიდან არანაირი შეხება და ინტერესი არ გააჩნია.

„როცა ჯერ კიდევ საფეხბურთო კლუბ „მილანში“ ვთამაშობდი, გამოცხადდა ტენდერი არსენალის მთაზე მდებარე 80 ჰექტარი მიწის გასხვისებაზე. მე და ჩემმა მეგობრებმა მივიღეთ ტენდერში მონაწილეობა და გავიმარჯვეთ. გადავიხადეთ 20 მილიონი დოლარი. თუმცა, მალევე გაირკვა, რომ ამ ტერიტორიის ნაწილი საპატრიარქოს კუთვნილებაში იყო. შესაბამისად, ტენდერის შედეგები გაუქმდა, ხოლო გადახდილი  თანხა არ დაბრუნებულა. 2011 წელს დავტოვე ეს კომპანია. ჩემი მეგობრები კვლავ ამ კომპანიაში არიან და დღესაც მიმდინარეობს მოლაპარაკება ეკონომიკის სამინისტროსთან. სულ ესაა, რისი თქმაც შემიძლია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები