გიორგი ვოლსკი – თბილისსა და ბერლინს შორის დიპლომატიურ უთანხმოებაზე: პოლიტიკური დემარშია, ასე უნდა გავიგოთ, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს გამოსწორდება
“პოლიტიკური დემარშია, ასე უნდა გავიგოთ, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს გამოსწორდება,”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ თბილისსა და ბერლინს შორის დიპლომატიურ უთანხმოებაზე საუბრისას განაცხადა.
“ამ შემთხვევაში, სახელისუფლებო რგოლს შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მიმართ გარკვეული მოთხოვნები და ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა არის სწორედ გაღიზიანების ის მიზეზი, რომელიც ამ შემთხვევაში, ან გვერდის განუახლებლობაში ან ელჩის დამტკიცებაზე თავშეკავებაში გამოიხატება. რასაკვირველია ეს პოლიტიკური დემარშია, ასე უნდა გავიგოთ, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს გამოსწორდება”, – აცხადებს გიორგი ვოლსკი.