ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გასართობი ღონისძიებები გაიმართა
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გასართობი ღონისძიებები გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქობულეთის ცენტრალურ პარკში პატარებისთვის სხვადასხვა სახის აქტივობა იყო. პატარების განწყობაზე ანიმატორები, ზღაპრის გმირები ზრუნავდნენ. მოეწყო გასართობი თამაშები სივრცე.
„ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ღონისძიება გაიმართა ქობულეთის პირველ საბავშვო ბაღშიც, სადაც მრავალფეროვანი, საინტერესო სივრცეები იყო მოწყობილი.
ღონისძიებას ქობულეთის მერი, მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის და ქობულეთის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელთან ერთად დაესწრო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
#ბავშვთადაცვისსაერთაშორისოდღე
