ნეთანიაჰუ: თუ „ჰეზბოლას“ თავდასხმები გაგრძელდება, ისრაელი ბეირუთს დაარტყამს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ თუ „ჰეზბოლა“ ჩრდილოეთ ისრაელზე თავდასხმებს არ შეწყვეტს, ისრაელი ბეირუთზე თავდასხმის გეგმებს განახორციელებს.

აღნიშნული განცხადება ნეთანიაჰუმ მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანის დედაქალაქში არ შევლენ და ისრაელი და „ჰეზბოლა“ ერთმანეთზე თავდასხმებისგან თავს შეიკავებენ.

„ამ საღამოს ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს და ვუთხარი, რომ თუ ჰეზბოლა არ შეწყვეტს ჩვენს ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას, ისრაელი ბეირუთში არსებულ ტერორისტულ სამიზნეებზე დარტყმებს განახორციელებს. ეს პოზიცია უცვლელი რჩება.

ამავდროულად, ისრაელის თავდაცვის ძალები სამხრეთ ლიბანში გეგმის მიხედვით გააგრძელებენ მოქმედებას“, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები