გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომა დღეს გაიმართება

გაერო-ს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომა გაიმართება, სადაც კენჭს უყრიან რეზოლუციის პროექტს, რომელიც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას გმობს.

საგანგებო სხდომის მოწვევას უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან 11-მა დაუჭირა მხარი. რუსეთმა დადგენილებას მხარი არ დაუჭირა, ხოლო ჩინეთმა, ინდოეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს.

ცნობისთვის, პროცედურულ საკითხებზე გაერო-ს არცერთ მუდმივ წევრს ვეტოს უფლება არ აქვს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები