ურსულა ფონ დერ ლაიენი: ჩვენ მიზანში ამოვიღებთ კიდევ ერთ აგრესორს ამ ომში, ლუკაშენკოს რეჟიმს
ევროკავშირი სანქციებს ბელარუსის წინააღმდეგაც აწესებს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.
“ჩვენ მიზანში ამოვიღებთ კიდევ ერთ აგრესორს ამ ომში, ლუკაშენკოს რეჟიმს, სანქციების ახალი პაკეტით. მათ ყველაზე მნიშვნელოვან სექტორებს დავარტყამთ,”- წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი “ტვიტერზე”.