სუბარი: პირველი ნაბიჯი პირველივე წუთიდან გადაიდგა უკრაინის მოქალაქეების მიმართ, რომლებიც საქართველოში არიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, უკრაინელების დასახმარებლად საქართველომ პირველი ნაბიჯები პირველივე  წუთიდან გადადგა.

ამის შესახებ სუბარმა “ქრონიკაში” საუბრისას განაცხადა.

“პირველი ნაბიჯი პირველივე წუთიდან გადაიდგა უკრაინის მოქალაქეების მიმართ, რომლებიც საქართველოში არიან. მზად ვართ, მათ გავუწიოთ ყველანაირი დახმარება. ისინი განთავსდნენ სასტუმროებში აბსოლუტურად უსასყიდლოდ და არა მხოლოდ მთავრობა, არამედ კერძო ბიზნესი, მოქალაქეები მათ გვერდში უდგანან და ეხმარებიან”, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები