დუმას დეპუტატი: ომი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს

“დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების მხარდაჭერისას, ხმა მივეცი მშვიდობას და არა ომს” – ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატი მიხაილ მატვეევი “ტვიტერზე” წერს.

მის თქმით, ომი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

“ვთვლი, რომ ომი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების მხარდაჭერით, ხმა მივეცი მშვიდობას, რომ რუსეთი გამხდარიყო ფარი, რათა არ დაებომბათ დონბასი და არა იმას, რომ დაებომბათ კიევი”, – წერს რუსი დეპუტატი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები