რუსეთი უკვე მეორე დღეა, აქტიურად უტევს უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით.
უკრაინელ სამხედროებს ღირსეულად უჭირავთ თავდაცვა და საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ ქვეყნის უსაფრთხოებას.
ადგილობრივი მედია წერს, რომ განსაკუთრებით რთული იყო ყირიმის მიმართულება, სადაც მტრის პირველი დარტყმა მეზღვაურთა ცალკეულმა ბატალიონმა მიიღო.
ტანკების კოლონის შესაჩერებლად, ბატალიონმა გენიჩესკის საავტომობილო ხიდის აფეთქების გადაწყვეტილება მიიღო.
აღნიშნული შესახებ უკრაინის სამხედრო ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.
„ამ ამოცანის შესასრულებლად თავი გამოიჩინა ინჟინერმა, მატროსმა, ვიტალი სკაკუნმა. ხიდი დანაღმული იყო, მაგრამ იქიდან გამოსვლა მან ვერ შეძლო. თანამებრძოლების თქმით, ვიტალი კავშირზე გამოვიდა და შეატყობინა, რომ ხიდს ააფეთქებს. მაშინვე გაისმა აფეთქების ხმა. ჩვენი თანამებრძოლი დაიღუპა. მისმა გმირულმა საქციელმა საგრძნობლად შეაჩერა მტრის გადაადგილება, რამაც საშუალება მოგვცა ქვედანაყოფს, ლოკაცია შეგვეცვალა და თავდაცვისთვის მოვმზადებულიყავით. რუსო ოკუპანტებო, იცოდეთ, თქვენს ფეხქვეშ მიწა დაიწვება. ჩვენ ვიბრძოლებთ, სანამ ცოცხლები ვართ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.