დონბასში, შეხების წერტილში სროლის შედეგად, 22 თებერვალს უკრაინის სამხედრო ძალების ერთი ჯარისკაცი დაიღუპა, 5 დაჭრილია.
ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებულ ძალთა ოპერაციის შტაბი იტყობინება.
აღინიშნება, რომ გასული დღის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 96 შემთხვევა იყო, მათ შორის, 81-ჯერ იყო გამოყენებული “გრად”-ის ტიპის მძიმე ტექნიკა, ტანკები, მსხვილკალიბრიანი ნაღმტყორცნები და არტილერია.
უკრაინელმა სამხედროებმა ყველაზე მეტი საარტილერიო იერიში დააფიქსირეს დონეცკის სამხრეთით მდებარე ნოვოტროიცკიში. რუსულმა ფორმირებებმა სოფელი 10-ჯერ დაბომბეს 122 მმ-იანი, 120 მმ-ანი და 82 მმ-ანი ნაღმტყორცნებიდან, ასევე, გამოიყენეს ტანკსაწინააღმდეგო ნაღმტყორცნები.
23 თებერვალს, ადგილობრივი დროით 7:00 საათის მდგომარეობით, ცეცხლის შეწყვეტის 15 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 14 მძიმე შეიარაღებიდან.
ყველაზე მეტი დაბომბვა დაფიქსირდა ნოვოტოშკოვსკში (ლუგანსკის ოლქი).