უკრაინაში რეზერვისტების გაწვევა გამოცხადდა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანების შესაბამისად, ქვეყანაში დღეიდან სამხედრო სამსახურში რეზერვისტების გაწვევა დაიწყო.

ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების პრესსამსახური Meta-ზე (Facebook) იტყობინება.

გაწვევას ექვემდებარებიან 18-დან 60 წლამდე რეზერვისტები. მსახურების მაქსიმალური ვადაა 1 წელი.

უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, ოპერატიული რეზერვისტები დამოუკიდებლად უნდა გამოცხადდნენ თავიანთ სამხედრო ნაწილებში, სატელეფონო ზარის საშუალებით დაფიქსირდეს, ან უწყების მიღების საფუძველზე.

თუ რეზერვისტის კანონით გათვალისწინებული ამა თუ იმ მიზეზით გაწვევა შეუძლებელია, მან პირადად უნდა წარადგინოს დამადასტურებელი დოკუმენტები. გამოუცხადებლობა ან გაწვევის იგნორირება ექვემდებარება ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები