უკრაინამ კანადისგან ლეტალური სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პარტია მიიღო

ლეტალური იარაღის მეორე პარტია გაუგზავნა უკრაინას კანადამ, – ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრი, ანიტა ანანდი წერს.

”რუსეთის შემდგომი შეჭრა სუვერენულ სახელმწიფოში აბსოლუტურად მიუღებელია და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის გვერდში დგომას, რადგან ქვეყანა იცავს მის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას”, – წერს ”ტვიტერის” გვერდზე კანადის თავდაცვის მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები