თამარ გაბუნია: „ფაიზერის” დოზების მოწოდებაზე მწარმოებელთან ვმუშაობთ

„ფაიზერის” დოზების მოწოდებაზე მწარმოებელთან ვმუშაობთ. იგეგმება, რომ მოწოდება მოხდეს პირველი კვარტლის ბოლოს, რადგან ამ ეტაპზე ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი რაოდენობა არის”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს.

მისივე თქმით, დღეს არსებული მარაგები ვალიდურია 31 მარტის ჩათვლით.

„ფაიზერის” დოზების მოწოდებაზე მწარმოებელთან ვმუშაობთ. იგეგმება, რომ მოწოდება მოხდეს პირველი კვარტლის ბოლოს, რადგან ამ ეტაპზე ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი რაოდენობა არის. მომდევნო პერიოდში ვაქცინაციის გაგრძელებისთვის იქნება მოწოდება იმგვარად, რომ უწყვეტობა უზრუნველყოფილი იყოს. დღეს არსებული მარაგები ვალიდური არის 31 მარტის ჩათვლით. იმისათვის რომ 1-ელ აპრილს მოქალაქეს აცრის შესაძლებლობა ჰქონდეს, მოწოდება გაგრძელდება იმგვარად, რომ “ფაიზერზე” წვდომა უწყვეტად შენარჩუნდეს. რაც შეეხება “სინოფარმის” და “სინოვაკის” მარაგებს – ეს ვაქცინები ქვეყანაში არის. ვაქცინები ეფექტურია, როგორც პირველადი ასევე, “ბუსტერ” დოზის შემთხვევაში და მათი გამოყენება, რა თქმა უნდა, მოქალაქის არჩევანის შესაბამისად რეკომენდებული და სასურველია”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები