მიხეილ სარჯველაძე: საქართველო და უკრაინა უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორები არიან

“საქართველო და უკრაინა არიან უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორები, ამას შეხვედრებით დადასტურება და დემონსტრირება არ სჭირდება”, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტის კითხვას – “რატომ არ შედგა პრემიერმინისტრის შეხვედრა უკრაინის პირველ პირთან მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში”.

სარჯველაძის თქმით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა სხვა კომპონენტებით ხასიათდება.

„კონკრეტული კონფერენციის დღეს რომელიმე პარტნიორთან შეხვედრის არჩატარება რაიმე დასკვნის, მით უმეტეს, უარყოფითი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა. კონკრეტულ დღეს რომ შეხვედრა არ შემდგარა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხინჯი შეიძლება, არსებობდეს ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის, როგორიც არის საქართველო და უკრაინა. ის, რომ არ შედგა შეხვედრა, ეს არ არის საფუძველი კრიტიკისთვის მიზეზები იპოვოთ და შორს მიმავალი წიაღსვლები გააკეთოთ. აქ თანამშრომლობა სრულიად სხვა კომპონენტებით ხასიათდება“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები