როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 თებერვალს საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 19-21 თებერვალს ცალკეულ რაიონში იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +11, +16 გრადუსია მოსალოდნელი.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები