ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ დედას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
პროკურატურის ცნობით, 10 თებერვალს ფოთში ქალმა განზრახ მოკვლის მიზნით მისი ახალშობილი შვილი გაგუდა, შემდეგ კი საკანალიზაციო მილში მოათავსა.
დაცვის მხარემ პროცესზე გირაოს შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატი აცხადებს, რომ ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომელმაც უნდა დაადგინოს – რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი.
შეგახსენებთ, რომ ფოთის დევნილთა დასახლებაში ჩვილის ცხედარი 14 თებერვალს ნახეს – მას შემდეგ, რაც საკანალიზაციო მილი გაიჭედა და დასახმარებლად ხელოსანი გამოიძახეს.