თამარ გაბუნია: „ომიკრონის“ ტალღამ დაღმასვლა დაიწყო

ამ ტალღის პირობებში ბევრად უფრო ნაკლები პაციენტის ჰოსპიტალიზაცია ხდება, ვიდრე ეს იყო მანამდე, რაც „ომიკრონის“ თვისებებით არის განპირობებული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ჰოსპიტალური სექტორი კვლავ მობილიზებულია და კლინიკებში, დაახლოებით, 6000 პაციენტია მოთავსებული.

„ჰოსპიტალური სექტორი კვლავ მობილიზებულია, დაახლოებით, 6000 პაციენტია და კარგია, რომ მათი რაოდენობა არ იმატებს. ჰოსპიტალური სექტორი მართავს ამ ნაკადს, ამ ტალღის პირობებში ბევრად უფრო ნაკლები პაციენტის ჰოსპიტალიზაცია ხდება, ვიდრე ეს იყო მანამდე, რაც „ომიკრონის“ თვისებებით არის განპირობებული”, – განაცხადა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, “ომიკრონი” კვლავაც საყურადღებო რჩება ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, ასევე, ხანდაზმულებისთვის, ამდენად, მათთვის ისევ მნიშვნელოვანია დროული ჩარევა და ოჯახის ექიმის ყურადღება.

თამარ გაბუნიას განცხადებით, „ომიკრონის“ ტალღამ დაღმასვლა უკვე დაიწყო.

„დღეს შემთხვევების რაოდენობა იყო ისევ 15 000- ზე ოდნავ მაღალი, ბოლო ორი დღის განმავლობაში ამ მაჩვენებელზე ვრჩებით, რაც გარკვეულწილად იმედისმომცემია იმ კუთხით, რომ „ომიკრონის“ ტალღამ დაიწყო დაღმასვლა. უკვე მომდევნო კვირიდან გვექნება იმის საშუალება, რომ ვთქვათ, რამდენად არის პიკი უკვე გადავლილი,“ – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები