მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი კომისიის საპენსიო სესხების საკითხზე მსჯელობა დასრულდა.
სახელმწიფო პენსიების დარიგების მომსახურებაში პოტენციურ გამარჯვებულ ბანკს ერთი წლის განმავლობაში 15 მილიონ ლარს გადაუხდის. ეს იქნება ე.წ. პენსიის დარიგების ფული და ერთგვარი სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან, რომ საპროცენტო განაკვეთი შემცირდეს.
ამასთან, საკონკურსო პირობების თანახმად, საპენსიო სესხის პროცენტი არ იქნება 26%-ზე მეტი.
ახალი პირობებით კონკურსში მონაწილეობის სურვილი ამ ეტაპზე „ლიბერთი ბანკმა“ და „საქართველოს ბანკმა“ გამოთქვეს.
“ქართული ოცნების” დეპუტატის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, პენსიონერებს სურვილის მიხედვით პენსიის სხვა ბანკში აღების საშუალებაც ექნებათ.