სომხეთში უცხოური ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს – დაკავებულია 19 პირი

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყანაში უცხოური ჯაშუშური ქსელი გამოავლინა.

როგორც აღინიშნება,  უწყების მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად მიღებულია იმის მტკიცებულება, რომ უცხოური დაზვერვის სამსახურებმა ქვეყანაში ჯაშუშური ქსელი შექმნეს და რესპუბლიკის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საგარეო უსაფრთხოების საზიანოდ მავნე ქმედებებს ახორციელებდნენ.

ამ ჯაშუშურ ქსელში შედიოდნენ სომხეთის შეიარაღებულ ძალებში მომსახურე პირები.

ჯილდოს სანაცვლოდ, ამ პირებს სთავაზობდნენ თანამშრომლობას უცხურ სპეცსამსახურებთან და მათთვის ინფორმაციის მიწოდება, სომეხი სამხედროების შესახებ.

ამ ჯაშუშურ ქსელში შედიოდა სომხეთის 20-მდე მოქალაქე.

შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მსვლელობისას სახელმწიფოს ღალატში ეჭვმიტანილი 19 პირი დააკავეს, მათგან ნაწილმა დანაშაული აღიარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები