ნინო წილოსანი: ჩინური მხარის მხრიდან გამოთქმული სურვილი, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ჩვენი ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა, იყო ნამდვილად სერიოზული მესიჯი
“ჩვენ მოვინახულეთ მანქანათმშენებლობა და ამ პროვინციის ის ძლიერი მხარეები, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობისთვის”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებს ჩინეთში განუცხადა, სადაც ის პარლამენტის თავმჯდომარესა და საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
მისივე თქმით, დელეგაციის ჩინეთში ვიზიტი ნაყოფიერი აღმოჩნდა.
„ჩინური მხარის მხრიდან გამოთქმული სურვილი, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ჩვენი ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა, იყო ნამდვილად სერიოზული მესიჯი და რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის მზაობა იმ ურთულეს გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, როდესაც ირგვლივ ყველგან კონფლიქტური სიტუაციებია, თავისთავად არსი, რომ ვეძიოთ ძლიერი მეგობრები და პარტნიორები“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაცია ჩინეთში ვიზიტს განაგრძობს.