ზვიად შალამბერიძე: სიძულვილის ენა ყოველთვის იყო ის იარაღი ოპოზიციისთვის, რომელსაც აქტიურად იყენებდნენ იმ შემთხვევაში, როდესაც ყოველგვარი არგუმენტისგან იცლებოდნენ

“სიძულვილის ენა ყოველთვის იყო ის იარაღი ოპოზიციისთვის, რომელსაც აქტიურად იყენებდნენ იმ შემთხვევაში, როდესაც ყოველგვარი არგუმენტისგან იცლებოდნენ”,- ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე აცხადებს.

„ჩვენი ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯი იყო სწორედ საზოგადოების დაკვეთა და, დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის შემცირებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ეფექტიანი ნაბიჯი. ვფიქრობ, სწორი პოზიციონირებით, ჩვენც და ოპოზიციური მხარეც, უკვე კონკრეტული არგუმენტებით გაჯერებულ კრიტიკაზე გადავალთ“, – მიიჩნევს შალამბერიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები