ზელენსკის ადმინისტრაციამ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო თარიღები დაასახელა
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები შესაძლოა მომავალ წელს ჩატარდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.
„არჩევნები უკრაინაში შესაძლოა 2027 წლის გაზაფხულზე ჩატარდეს“, – აღნიშნა მან.
მისივე თქმით, მოვლენების ასეთი განვითარება შესაძლებელია, თუ სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწევენ.