ირანზე აშშ-ის კიდევ ერთი თავდასხმის შემთხვევაში, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ომის გაფართოებით დაიმუქრა

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC, ირანის შეიარაღებული ძალების ელიტური ქვედანაყოფი) განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ ისლამურ რესპუბლიკაზე განმეორებითი თავდასხმის შემთხვევაში, საბრძოლო ზონა ახლო აღმოსავლეთის ფარგლებს გასცდება.

„თუ ირანის წინააღმდეგ აგრესია განმეორდება, რეგიონული ომი, რომლის შესახებაც გაფრთხილება იყო, ამჯერად რეგიონის ფარგლებს გასცდება და ჩვენი დამანგრეველი დარტყმები ისეთ ადგილებში, რომელთა წარმოდგენაც კი შეუძლებელია, გამანადგურებელ დამარცხებას მოგაყენებთ“, – ციტირებს საინფორმაციო სააგენტო „ფარსი“ განცხადების ნაწილს.

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა აღნიშნა, რომ წინა შეიარაღებული შეტაკებების დროს ირანის შეიარაღებულმა ძალებმა სრულად არ გამოიყენეს თავიანთი პოტენციალი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები