“ეს პროექტები თუ გამოვა, მაშინ საქართველოს მოსახლეობას ძალიან დიდი სიურპრიზი შეგვიძლია შევთავაზოთ,”- ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ჩინეთის შაანსის პროვინციაში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა სოფლის მეურნეობის მაღალი ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრი, რომელიც არის უნიკალური თვითონ ჩინეთშიც. ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან საინტერესო პროექტების დაგეგმვა შეგვიძლია. ჩვენ გვქონდა, რამდენიმე ერთობლივ პროექტზე საუბარი. ეს პროექტები თუ გამოვა, მაშინ საქართველოს მოსახლეობას ძალიან დიდი სიურპრიზი შეგვიძლია, რომ შევთავაზოთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ცნობისთვის, ჩინეთში ვიზიტის დასასრულს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩინეთის შაანსის პროვინციის კომიტეტის მდივანს, ამავე პროვინციის პარლამენტის – შაანსის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს, ჭაო იდეს შეხვდა.